საწრეო მუშაობა



ქართული ენის წრე მე-7 კლასში (პედაგოგი - ნანა ჯიმშელეიშვილი)

2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შეიქმნა გრამატიკის წრე.
წრეში გაერთიანებულია მე-7 კლასის 5 მოსწავლე:
1.       თათია ჯანხოთელი
2.       ანი წულაია
3.       ანა ფერცულიანი
4.       გიორგი ზურაბიანი
5.       ნიკოლოზ მამარდაშვილი
წრე ტარდება ყოველ მეორე ორშაბათს, 6 გაკვეთილის შემდეგ.
წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის სააზროვნო, წერისა და კითხვის უნარების განვითარებას.
საწრეო მუშაობის მიზანია: მოსწავლის ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. საწრეო მუშაობა საჭიროა მოსწავლეთათვის, რათა მეტი ცოდნა დაუგროვდეთ გრამატიკაში, კონკრეტულად ზმნის შესახებ. მოგეხსენებათ VII კლასის ქართულის სახელმძღვანელოში ზმნის შესახებ საკმაოდ მცირე საკითხებია შეტანილი, მოსწავლეებს კი იმისათვის, რომ სწორად იმეტყველონ და წერონ, გაცილებით მეტის სწავლა მოეთხოვებათ, ამიტომ ზმნის, როგორც მეტყველების ნაწილის, გაღრმავებულად შესწავლა აუცილებლად წაადგებათ და მეტი ცოდნა დაუგროვდებათ იმის შესახებ, როგორ არ უნდა დაუშვან შეცდომები ზმნისწინების ხმარების დროს, თემის ნიშნების წერისას და ა.შ.
სკოლის პროგრამა არ ითვალისწინებს, აგრეთვე, სერიებისა და მწკრივების სიღრმისეულად შესწავლას, რაც წრის მეცადინეობაზე აუცილებლად მოხდება და მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდებათ.

თვე და რიცხვი
სამუშაო პროგრამა
(2019-2020 სასწ. წელი)
04.02
ზმნა, როგორც მეტყველებისაწილი. გრამატიკული პირი და რიცხვი.
18.02
ობიექტური პირები და მათი ერთმანეთისგან გარჩევა.
04.03
სუბიექტური პირის ნიშნები და მათი მართლწერა. ობიექტური პირის ნიშნები და მათი მართლწერა.
18.03
ზმნისწინი. ზმნისწინები ძველი სახით დღევანდელ ქართულში.
01.04
ზმნისწინიან ფორმათა მართლწერა.
15.04
დრო, ასპექტი, კილო.
22.04
მწკრივთა სერიები. I სერიის მწკრივები.
06.05
II სერიის მწკრივები. III სერიის მწკრივები.
20.05
თემა. თემის ნიშნები. მართლწერის საკითხები თემის ნიშანთა ხმარებასთან დაკავშირებით.
03.06
მართლწერის საკითხები გარდამავლობასთან დაკავშირებით.


2019 წლის 4 თებერვალს პირველად შეიკრიბდნენ გრამატიკის წრის წევრები. მათ გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები. აგრეთვე ის, რომ წრის მუშაობა ჩატარდება ყოველი თვის მეორე ორშაბათს, ექვსი გაკვეთილის შემდეგ. მოსწავლეებს გავაცანი სამუშაო პროგრამა და იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლებზეც გვექნება მუშაობა მეორე სემესტრის მანძილზე. შემდეგ მოსწავლეებმა გაიხსენეს ზმნა, როგორც მეტყველების ნაწილი, მისი კითხვები, ისაუბრეს გრამატიკული პირისა და რიცხვის შესახებ.



2019 წლის 18 თებერვალს შედგა წრის მეცადინეობის მეორე შეკრება, წრის მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეთათვის სუბიექტური და ობიექტური პირის ნიშნების გაცნობა, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა პირდაპირ და ირიბ ობიექტურ პირებზე და მათი გარჩევის ხერხზე.




ქართული ენის წრე მე-6 კლასში (პედაგოგი - ნანა ჯიმშელეიშვილი)

2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში  შეიქმნა გრამატიკის წრე, სახელწოდებით "ღმერთების ენა".
წრეში გაერთიანებულია მე-6 კლასის 5 მოსწავლე:
  1. გიორგი ზურაბიანი
  2. მარიამ ფაილოძე
  3. ანი წულაია
  4. ნანა ფანცხავა
  5. ანი ფერცულიანი
წრე ტარდება კვირაში ერთხელ, ორშაბათს, მეექვსე გაკვეთილზე.
წრეზე განსახილველი საკითხები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის როგორც სააზროვნო, ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას.
საწრეო მუშაობის მიზანია: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით, ქართულ ენაში ფოკუსირებული სწავლება, საწრეო მუშაობა საჭიროა მოსწავლეთათვის იმისათვის, რათა მეტი ცოდნა დაუგროვდეთ გრამატიკაში, რაც მომავალში სწორად წერისა და მეტყველების საწინდარი გახდება. გარკვეული წლებია, ქართული ენა ლიტერატურასთან კომბინირებულად ისწავლება, მოსწავლეებს ცალკე არ აქვთ გრამატიკის სახელმძღვანელო, ამიტომ, ბუნებრივია, თუ უფრო გაღრმავებულად ვასწავლით მშობლიური ენის გრამატიკას, აუცილებლად წაადგებათ, რამეთუ საწრეო მუშაობის აუცილებელი პირობაც ხომ ქართული ენის პროგრამის გაღრმავებულად სწავლებაა. მაგ: მეტყველების ნაწილები და მათი მართლწერის საკითხები, სახელთა ბრუნება და მასთან დაკავშირებული საკითხები, ზედსართავი სახელების ხარისხის ფორმების წარმოება და ა.შ.
წრის სამუშაო პროგრამა
2017-2018 სასწავლო წელი
I სემესტრი

თვე და რიცხვი
სამუშაო პროგრამა
(2017-2018 სასწ. წელი)
29.09
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა.
02.10
მეტყველების ნაწილები და ვარჯიში მათ ამოცნობაზე წინადადებებში.
09.10
კნინობით-ალერსობითი, მოქმედების, უცხო აფიქსიანი, სინონიმური, ომონიმური და ანტონიმური არსებითი სახელები.
16.10
არსებით სახელთა ბრუნება. (ბოლოთანხმოვნიანი და ბოლოხმოვნიანი; კუმშვა და კვეცა)
21.10
მართლწერის საკითხები საზოგადო და ადამიანის საკუთარ სახელებთან დაკავშირებით.
30.10
ვარჯიში მეტყველების ნაწილების გარჩევაზე. (პოეზიის 5 წუთი)
06.11
ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმათა წარმოება, ვარჯიში ძირეული სიტყვიდან წარმოქმნილი სიტყვების წარმოებაზე.
13.11
გრამატიკული ვარჯიში მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით.
20.11
რიცხვითი სახელები: რაოდენობითი, რიგობითი. წილობითი და მართლწერის საკითხები რიცხვით სახელებთან დაკავშირებით.
27.11
ნაცვალსახელის ჯგუფები და მათი თავისებურებები. კუთვნილებითი ნაცვალსახელების ბრუნება.
04.12
განსაზღვრებითი, განუსაზღვრელობითი და ვე ნაწილაკიანი ნაცვალსახელების ბრუნება. ვარჯიში მათ ბრუნებაზე.
11.12
ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები: ზმნიზედა, თანდებული, კავშირი, ნაწილაკი, შორისდებული.
18.12
სასვენი ნიშნები შორისდებულთან.
25.12
შემაჯამებელი მუშაობა განვლილი საკითხების ირგვლივ.
2017 წლის 29 სექტემბერს პირველად შეიკრიბნენ ქართული ენის წრის წევრები, მათ გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები, აგრეთვე ის, რომ წრე ჩატარდება ყოველ ორშაბათს, მეექვსე გაკვეთილზე. შემდეგ გავაცანი სამუშაო პროგრამა და კონკრეტულად ის საკითხები, რომლებზეც გვექნება მუშაობა პირველი სემესტრის განმავლობაში.





2 ოქტომბერს შედგა წრის მეცადინეობის მეორე შეკრება, წრის მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეთათვის მეტყველების ნაწილების გახსენება და ვარჯიში წინადადებებში მათ ამოცნობაზე, მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებებს.





    
16 ოქტომბერს მორიგი მეცადინეობა ჩატარდა, წრის მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეებს ევარჯიშათ არსებით სახელთა ბრუნებაზე, აგრეთვე სახელების კუმშვასა და კვეცაზე. ტაბულების საშუალებით მოსწავლეთათვის უფრო თვალსაჩინო გახდა ეს საკითხები და წრის მუშაობამ მიზანს მიაღწია.









21 ოქტომბერს შედგა წრის მორიგი მეცადინეობა, საზოგადო და ადამიანის საკუთარი სახელების მართლწერასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა, შეასრულეს წერითი სავარჯიშოები.






6 ნოემბერს შედგა წრის მეცადინეობა, წრის წევრებმა ივარჯიშეს ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმათა წარმოებაზე. მათ ხალისით შეასრულეს დამოუკიდებელი სამუშაო, ივარჯიშეს დაფასთან, შეავსეს სავარჯიშოები რვეულში.





13 ნოემბერს შედგა წრის წევრების მორიგი მეცადინეობა მართლწერის საკითხებზე. მოსწავლეებმა თავი მოუყარეს ყველა ნასწავლ მართლწერის წესს და მათზე დაყრდნობით სწორად შეასრულეს სავარჯიშოები აქტივობის რვეულებში. გამოამჟღავნეს კარგი ცოდნა ნასწავლი მასალის შესახებ.




27 ნოემბერს შედგა რიგით მეათე წრის მეცადინეობა. მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ნაცვალსახელთა ჯგუფების შესახებ, შემდეგ კი შეავსეს სქემები, დაფაზე აბრუნეს კუთვნილებითი და ჩვენებითი ნაცვალსახელები.




4 დეკემბერს წრის მეცადინეობა დაეთმო განსაზღვრებით და განუსაზღვრელობით ნაცვალსახელთა ბრუნებასა და მათზე ვარჯიშს. მოსწავლეებმა იმუშავეს აქტივობის რვეულებში და ხალისით შეასრულეს სხვადასხვა სავარჯიშო. 

11 დეკემბერს შედგა მორიგი წრის მეცადინეობა, ყურადღება გამახვილდა ფორმაუცვლელ მეტყველების ნაწილებსა და მათ მართლწერის საკითხებზე.

18 დეკემბერს წრის წევრებმა გაიხსენეს და გაიღრმავეს ცოდნა შორისდებულების შესახებ. შეავსეს სავარჯიშოები, თავადაც შეადგინეს წინადადებები და სასვენი ნიშნებით გამოყვეს შორისდებულები, შეასრულეს დამოუკიდებელი სამუშაოც.


25 დეკემბერს შედგა წრის მუშაობის ბოლო, შემაჯამებელი მუშაობა. მოსწავლეებმა გააანალიზეს განხილული საკითხები, კიდევ ერთხელ შეაჯამეს ნასწავლი თემები და გამოთქვეს სურვილი იმისა, რომ თუკი კვლავ მოხერხდება წრის ფუნქციონირება მეორე სემესტრში, დიდი სიამოვნებით გააგრძელებენ მეცადინეობას.


















საწრეო მუშაობის რეფლექსია

2017–2018 სასწავლო წლის I სემესტრში შეიქმნა ქართული ენის წრე, სახელწოდებით „ღმერთების ენა“, მასში გაერთიანებულია VI კლასის მოსწავლეები. წრე ტარდება კვირაში ერთხელ, ორშაბათს, მე–6 გაკვეთილზე. წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის, როგორც სააზრვნო, ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას.

საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით ქართულ ენაში, საწრეო მუშაობა საჭიროა იმისთვის, რათა მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდეთ გრამატიკაში, რაც მომავალში სწორად წერისა და მეტყველების საწინდარი გახდება. გარკვეული წლებია, ქართული ენა ლიტერატურასთან კომბინირებულად ისწავლება, მოსწავლეებს ცალკე არა აქვთ გრამატიკის სახელმძღვანელო, ამიტომ, ბუნებრივია, თუ უფრო გაღრმავებულად ვასწავლით მშობლიური ენის გრამატიკას, აუცილებლად წაადგებათ, საწრეო მუშაობის აუცილებელი პირობაც ხომ ქართული ენის პროგრამის გაღრმავებულად სწავლებაა, მაგალითად: მეტყველების ნაწილები და მათი მართლწერის საკითხები, ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები, რიცხვითი სახელების მართლწერის საკითხები, სასვენი ნიშნების გამოყენება შორისდებულებთან და ა.შ.

საქმიანობის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგება პრიორიტეტულ საჭიროებად მივიჩნიე. ამ მიმართულებით ჩავატარე ანკეტური გამოკითხვა, მივაწოდე კომენტარი რას შეისწავლიდნენ, როგორი აქტოვობებით და რა შედეგს მიაღწევდნენ.

თავდაპირველად ჩემი მიზანი იყო, რომ მოსწავლეთათვის ჩამენერგა საკუთარი ძალების წრმენა და გამომემუშავებინა მათთვის დადებითი დამოკიდებულება ქართული ენის წესებისა და, საერთოდ, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვის მიმართ. ამ მიზნით სამუშაოს  დაწყებამდე ვაფრთხილებდი მოსალოდნელი შეცდომების შესახებ და გზადაგზა ვამეორებინებდი ამა თუ იმ წესს, ხშირად ვეუბნებოდი, რომ შეცდომის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ის სწავლის განუყოფელი ნაწილია, მთავარია შეგვეძლოს მათი გამოვლენა და შემდეგ გაანალიზება.

საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად:

გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.
მოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას.
მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიათ ნამუშევრებს, მათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.

მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, ასრულებდნენ სავარჯიშოებს, გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა საგნისადმი, გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე, იყო ხარვეზებიც, ერთ მოსწავლეს ავადმყოფობის გამო გაუცდა რამდენიმე მეცადინეობა, სწავლის პროცესში, როცა საჭიროებამ მოითხოვა, შევცვალე მასალის თანმიმდევრობა, მიუხედავად ამისა, საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია და ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას სკოლაში, უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა წრეში ჩართვის სურვილი.

ქართული ენის წრის მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზე.

9 comments:

  1. თქვენს საწრეო მუშაობას გავეცანი და ძალიან მომეწონა!

    ReplyDelete
  2. ბავშვებს მოტივაციისათვის ნამდვილად ძალიან საინტერესო იქნება სახალისო დამატებითი აქტივობები

    ReplyDelete
  3. წარმატებებს გისურვებ

    ReplyDelete
  4. უღუმესი მადლობა ნანა მასწავლებელო იმ შრომისთვის რასაც თქვენ ამ ბავშვებში დებთთ, მჯერა თქვენს მიერ ჩადებული შრომა და თავდადება დაფასებული იიქნება სათანადოდ, განსაკუტრებულ მადლობას მოგახსენებთ რადგან ჩმს ანის გაუღრმავეთ ცოდნა და სიყვარული საგნის მიმართ, წარმატებებს გისურვებთ მთელ ჯგუფს.

    ReplyDelete
  5. ეღრმესი მადლობა ჩვენო ძვირფასო პედაგოგო იმ გაწეული შრომისათვის,რასაც ჩემი შვილის და მომავალი თაობისთვის აკეთებთ.
    მე პირადად დიდ მადლობას ვუხდი თქვენს კოლექტივს და გისურვებთ წარმატებებს

    ReplyDelete
  6. ნანა მას ძალიან მომწონს თქვენი გადაწყვეტილება.გმადლობთ რომ ჩემ შვილს დამატებით განათლებას აძლევთ.

    ReplyDelete
  7. ნანა დიდი სიამოვნებით გავეცანი შენი მუშაობის შედეგებს მომეწონა და ჩემთვის სტიმული გახდა შენი აქტიურობა მეც გამიჩნდა სურვილი ჩავრთო ჩემი მოსწავლეებიც საწრეო მუშაობაში,რადგან ინტეგრირებული სწავლება ზოგადია და კონკრეტიკისთვის საჭიროა ასეთი ინიციატივა .ყოჩაღ, ჩემო კოლეგა




    ReplyDelete
  8. ნანა, მართლაც ძალიან ინტერესიანი და ღირსეული პედაგოგი ხარ. შენმა დაუღალავმა შრომამ შედეგიც სასურველი გამოიღო. გისურვებ წარმატებებს მომავალშიც!

    ReplyDelete
  9. წარმატებებს გისურვებთ, ქალბატონო ნანა, ძალიან მომეწონა !!!

    ReplyDelete